მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტრო
24.03.25 10:20
1226

2025 წლის 24 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.

"პიტერ სიიარტოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის „ელჩების კონფერენციაში", სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები