ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ყირგიზთს შორის გაფორმებული არაერთი შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავიაცია, ქონების მართვა, ვაჭრობა, ვეტერინარია... - რა მემორანდუმები გაფორმდა საქართველო-ყირგიზეთს შორის?
როგორც სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა დღევანდელი განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
„მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა, კიდევ ერთხელ წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯებს რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და ასევე გაფართოვდეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და გაფართოვდეს ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას აქტიურად ახორციელებს რეფორმებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისა და ინვესტორებისთივს. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სატრანსპორტო ლოგისტიკურ, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ციფრული ეკონომიკის ტურიზმისა და სხვა პერსპექტიულ სექტორებში და შესაბამის პროექტებში“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის დაკავშირებას საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან.
„ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ განათლების, მეცნიერების კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები. მე მოვუწოდებ ქართველ სპორტსმენებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთა მეექვსე მსოფლიო თამაშებში, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება.
დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, გაძლიერდეს ურთიერთგაგება და კულტურული დიალოგი. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში და ასევე განვიხილეთ მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს იმისათვის, რომ ყირგიზეთის საერთაშორისო ინიციატივებს დაუჭირა მხარი მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.
პატივცემული პრემიერ-მინისტრი, ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის და დიდი მადლობა, რომ მზად ხართ ყირგიზულ-ქართული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს მეგობარ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და უწყვეტ განვითარებას“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.




























