მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მსოფლიო სურსათის დღის აღსანიშნად, ქუთაისში აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება

FAO
16.10.24 08:25
285

წელს მსოფლიო სურსათის დღეს FAO საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ აღნიშნავს.

12:00-დან 20:00-მდე გაიმართება აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“, რომლის ფარგლებშიც ფერმერები საქართველოს ყველა კუთხიდან წარადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტსა თუ ნიშურ აგრარულ ნაწარმს. ასევე, სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ტრადიციული იმერული კერძები. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი აქტივობები.

16 ოქტომბერს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება.

წელს მსოფლიო სურსათის დღე ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის“. ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინკლუზიური, უფრო ეფექტური, მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ასაშენებლად, ყველას მოთხოვნების გათვალისწინებით ჯანსაღი და მრავალფეროვანი სურსათის ხელმისაწვდომობისათვის. სურსათზე წვდომის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები