მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება - 8 საკითხი, რომლებზეც მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს

მთავრობა

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელებს.

  1. საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები "საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭების და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ” "გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N587 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები