მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - დღის წესრიგში 12 საკითხია

მთავრობის სხდომა

დღეს, 11 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 12 საკითხის განხილვა. მათ შორის:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ეკო სოლოლაკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯინო ველნეს გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 მარტის N429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის მის
სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანს“ შორის „მაჟიეთი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს
„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ და შპს „ენერგოტრანს“ შორის „საკაურა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ (ს/კ 438117994) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის (კონგლომერატი (სხვა საშენი მასალები)) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (1)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“(2)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები