მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება - მინისტრთა კაბინეტი 6 საკითხზე იმსჯელებს

მთავრობა

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართება. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელებს.

მინისტრთა კაბინეტის სხდომა 14 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნია, რომ ბოლოს მთავრობის სხდომა 8 მაისს გიმართა.

სამსჯელო საკითხებშია:

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ,,ფარავანი 1 ჰესი“ ელექტროსადგურის შესახებ 2023 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ,,ფარავანი 2 ჰესი“ ელექტროსადგურის შესახებ 2023 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს წევა ჰესს შორის ,,წევა ჰესი“-ს შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები ,,იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: გ. მიქანაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები