მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მთავრობის სხდომა იმართება - მინისტრთა კაბინეტი 6 საკითხს განიხილავს

მთავრობა

დღეს, 11 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხებიდან 4 ენერგოპროექტებს ეხება და მათ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს. ერთი საკითხის წარმდგენი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილია, ერთის კი ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ეს საკითხებია:

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ქარელი ვინდს შორის ,,ქარელის ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ 2023 წლის 5 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს შუქართს (სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელზე არასტანდარტული მიერთების მქონე) შორის „შუქართის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი.
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს მატრიცას შორის ,,ხაშურის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს ბრაით ენერჯის შორის „ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: მ. სარჯველაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები