დღეს, 11 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტი 13 თემას განიხილავს. ესენია:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ქილორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ა(ა)იპ - საქართველოს კინოაკადემიის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დედალაურის ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „გეგუთი 2024"-ს შორის "გეგუთი 1"-ის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ცო 2 კრისტალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (1);
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (2);
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (3);
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
- საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ნაწილაკების ამაჩქარებლის (ციკლოტრონის) მშენებლობის და რადიოფარმპრეპარატების წარმოების პროექტის შესახებ”.