დღეს, 15 აპრილს, 12:00 საათზე პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 14 აპრილის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს, საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.




























