მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტში ნათია თურნავას მოუსმენენ

ეროვნული ბანკი

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით თურნავა შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. გაგზავნილი ცხრავე კითხვა "ლიბერთის ბანკის" მარეგულირებელ ჩარჩოს ეხება, რომელსაც სებ-ი კომერციულ ბანკს უწესებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დეპუტატები ინტერპელაციის 9 კითხვით მიმართავენ. კითხვების ავტორები პარტია „მოქალაქეები“, "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია არიან.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები