დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
როგორც 18 მარტს გამართული ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, გომელაური დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.
რეგლამენტის თანახმად, ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს, მათ კითხვებს უპასუხებს, ხოლო შემდეგ პარლამენტის ტრიბუნას თავად დეპუტატები დაიკავებენ.