დღეს, 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „დაღალე რეჟიმი“ გაიმართება. ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.
გელოდებით პარლამენტის წინ!“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.