მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ქართველები ცოცხალ ჯაჭვს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ქმნიან - ბაიბა ბრაჟე

ბაიბა ბრაჟე

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბიაბა ბრაჟე თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები "ცოცხალ ჯაჭვს" ევროპული მომავლის დასაცავად ქმნიან.

მან ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

"დღეს, ქართველები ცოცხალ ჯაჭვს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ქმნიან. ისინი იმსახურებენ, რომ ქართველმა მაღალჩინოსნებმა მათი ხმა შეისმინონ და პატივი სცენ. სრული მხარდაჭერა ლატვიიდან ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს", - წერს ბაიბა ბრაჟე X-ზე.

დღეს, 15:00 საათიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია "ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. თბილისის მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი რამდენიმე ლოკაციაზე შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები