დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული.
საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ არის დაანონსებული.
"შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.