მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტრომომარაგება
30.09.26 08:20
• 197

დღეს, თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III. IV, V მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ნუშის, ჟღენტის, ინტენსიფიკაციის, პიკასოს, მარგიანის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტალის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, კარბელაშვილის, ეგრისის, დიღმის ქედის, ფერაძის, ყურაშვილის, ჩოხელის, აკაკი გელოვანის, ციციშვილის, ლაშხის, გვიმრაძის, სიხარულის, ჩაჩავას, მაღალაძეების, მიქელაძის, წებელდის, ქაშაკაშვილის, ძიძიგურის, ბერაძის, მონასტრის, გოგიძის, აისის, კვაჭაძის, შარაშიძის, ჯაფარიძის, ძნელაძის, სარიშვილის, ხეოშვილის, მაღლაკელიძის, კარმელის, კედარის, ღლონტის, თარხნიშვილის, ნიჟარაძის და კელასურის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები