მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დენი შეზღუდვით მიეწოდებათ

ელექტრომომარაგება
19.02.25 08:27
1296

თბილისში, დღეს - 19 თებერვალს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ერედვის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტალის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, თოფურიას, ლევან ალექსიძის, პეტრე ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, მარიჯანის, შავგულიძის, გამყრელიძის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, გიორგი დანელიას და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტალების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტალის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IX კვარატლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ჩარგლის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, დომენტი ჟღენტის, შროშისდა ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები