საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში იმყოფება. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველ ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.