მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა... სოლიდარობას გიცხადებთ" - აშშ-ის საელჩო

აშშ საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სოლიდარობას უცხადებს და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ დიპლომატიური უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"დღეს, საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები