მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია" - მონაცემთა დაცვის სამსახურში დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

არჩილ ჯაველიძე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თანამდებობა დატოვა.

არჩილ ჯაველიძე უწყებიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. თუმცა, არ განმარტავს მიზეზებს.

"9 წლის შემდეგ ვტოვებ საჯარო სამსახურს. ბევრი გამოწვევა გავიარე ჩემს გუნდთან და ღირსეულ ხალხთან ერთად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია," - წერს არჩილ ჯაველიძე.

თანამდებობიდან წასვლა, სავარაუდოდ უკავშირდება "ოცნების" მიერ მიღებულ ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რის გამოც, თანამდებობა არა ერთმა საჯარო მოხელემ საკუთარი ნებით დატოვა.

ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები