მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით 14 ფრენა გაუქმდა

თბილისის აეროპორტი

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 5 მიმართულებით 14 ფრენა გაუქმდა.

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ისრაელური კომპანია თავისი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო ფრენებს ასრულებს.

ამ დროის მონაცემებით, რეგიონში წარმობული ომის გამო, თბილისის აეროპორტიდან 12 ფრენაა გაუქმებული:

  • თელ-ავივი - 6 რეისი;
  • დოჰა - 1 რეისი;
  • დუბაი - 2 რეისი;
  • შარჟა - 2 რეისი;
  • თეირანი - 1 რეისი.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი 2 ავიარეისი გაუქმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები