მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი
16.09.24 09:01
1434

თბილისში, დღეს 16 სექტემბერს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება:

კრწანისის რაიონში

11:00 საათიდან 18:00 საათამდე სოფელი ფონიჭალას მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში

11:00 საათიდან 18:00 საათამდე: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, შოთა მესხიას, ლაღიძის, კვალის, კოსტავას, სატივეს, ჯუღელის და ლაპიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში

11:00 საათიდან 18:00 საათამდე: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე: სოფელი ზურგოვანის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, აბულაძის, დელისის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ინტენსიფიკაციის, გუდავას და ამაშუკელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში

10:00 საათიდან 17:00 საათამდე: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სომხეთის, ყვარლის, რატილის, თოლენჯის, მესხეთის, ამირაჯიბის, გეზათის, საბარგოს, მთისძირის, ხომერიკის და წალენჯიხის ქუჩების მოსახლეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები