მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზი
17.09.24 08:26
2501

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, დღეს 17 სექტემბერს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება:

ვაკის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ბოცვაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების, სამშენებლო დასახლების, თოიძის, კაიროს, მამისაშვილის, ბეგიაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნეკერჩხლის, იასამნის, მარიჯანის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები