მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუჩები, რომლის მოსახლეობასაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ბაზარი
21.03.24 08:52
495

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დღის სხვადასხვა პერიოდში ელექტროენერგია შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ხომლელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის და აზა ადამიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ულიანოვის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ტრაპაიძის, უჯარმის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვიულის, ბარისახოს, ლიბანის და სხვიტორის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები