დღეს, 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, დანიშნულების წერტილი კი თავისუფლების მოედანია.
Facebook-ზე მარშის ღონისძიების ორგანიზატორებად 11 ორგანიზაციაა მონიშნული, მათ შორის: IDFI, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საფარი და სხვ.
"საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:
• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ "არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!" - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.