მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელ რეალობაში "ქართულ ოცნებას" 22% უჭერს მხარს, ოპოზიციას - 65% - IPM კვლევები

პარლამენტი სესიის დარბაზი

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, დღევანდელ რეალობაში ვის უჭერთ მხარს - ქართული ოცნებას (მმართველ ძალას) თუ ოპოზიციას (ზოგადად, როგორც მმართველი ძალის საპირწონეს), ოპოზიციას 65%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო "ქართულ ოცნებას" 22% უჭერს მხარს, 13%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ოპოზიციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია 18-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 76%-ს შეადგენს.

IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები