დასაქმების პლატფორმა HR.GE-ს რეგიონალური მენეჯერის, ინგა შახბაზიანის თქმით, 2025 წელს სამუშაოს მაძიებელთა აქტივობა მკვეთრად გაიზარდა. ამაზე მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
"დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 145 ათასი ადამიანი აქტიურად ეძებს სამუშაოს", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იზრდება მაღალ პოზიციებზე სამუშაოს მაძიებელთა აქტივობაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიაში ვაკანსიები შედარებით იშვიათია.
“საიტზე კომპანიების მხოლოდ 30-35% უთითებს ანაზღაურებას, მაგრამ 2025 წელს ანაზღაურების ზრდის ტენდენცია მაინც სტაბილური იყო. მაგალითად, საცალო ვაჭრობის სექტორში ანაზღაურების მკვეთრი ზრდა მოხდა”, - აცხადებს ინგა შახბაზიანი.




























