მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი [საარჩევნო] სიები მაქსიმალურად ზუსტია - რატი ბრეგაძე

იუსტიცია

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროს მიერ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიები მაქსიმალურად ზუსტია.

„რაც შეეხება გარდაცვალების ასახვას ბაზებში, ეს ხდება ოჯახის ან შესაბამისი უწყების შეტყობინების საფუძველზე და აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, ჩვენ პროაქტიურად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს და 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან ამოირიცხა 15 000 პირი და დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი“, – განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები