მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის გამო, $112 მლნ აქვს გადასახადელი|იუსტიციის სამინისტრო

Inter Rao ინტერ რაო

საქართველოს Inter Rao-სთან წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო, $112 მლნ აქვს გადასახდელი.

როგორც BMG-ის იუსტიციის სამინისტროდან წერილობით განუმარტეს, ქართულ მხარესა და რუსულ ენერგოგიგანტს შორის მორიგება შეეხება როგორც Inter Rao UES-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ ქართული მხარის წინააღმდეგ წარმოებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო დავას, ისე საინვესტიციო საარბიტრაჟო დავას და განწილვადებით გადასახდელი თანხის ოდენობა 111 999 000 აშშ დოლარია.

იუსტიციის სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ დროისთვის, Inter Rao-სთვის უკვე გადახდილი თანხის მოცულობას და ასევე, 2026 წლის ბოლომდე გადასახდელ თანხებს.

გარდა ამისა, პაატა სალიას უწყებაში BMG-ის მიერ გაგზავნილი კითხვები ევროკავშირის მიერ “ინტერ რაოს” სანქცირებასა და აღნიშნულის ფონზე საარბიტრაჟო მორიგებით გადასახდელი თანხის ტრანშების განხორციელების დეტალებს ეხებოდა, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ.

BMG-ის კითხვები:

1. ევროკავშირის მიერ Inter Rao-ს დასანქცირება როგორ აისახა/აისახება არბიტრაჟით დაკისრებული კომპენსაციის გადარიცხვაში?
2. როგორ აგრძელებს საქართველო სანქცირებული Inter Rao-სთვის კომპენსაციის ჩარიცხვას თუ აღარ ურიცხავს თანხას? თუ ურიცხავს, რომელ - ვალუტაში?
3. ხომ არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არბიტრაჟით დაკისრებული კომპენსაცია ჩაურიცხოს კომპანია "თელასს", რომელსაც ფლობს Inter Rao?

"გამომდინარე იქიდან, რომ მორიგების პირობები კონფიდენციალურია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოკლებულია გადახდის თაობაზე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას, თუმცა ყოველი ტრანში ექვემდებარება დეტალურ ანალიზს მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს წერილობით პასუხში.

გადახდის გრაფიკი ასეთია:

პირველი გადახდა: 2025 წლის 31 დეკემბერი.
მეორე გადახდა: 2026 წლის 10 ივლისი.
მესამე გადახდა: 2026 წლის 31 დეკემბერი.
მეოთხე გადახდა: 2027 წლის 10 ივლისი.
მეხუთე გადახდა: 2027 წლის 31 დეკემბერი.
მეექვსე გადახდა: 2028 წლის 10 აპრილი.
მეშვიდე გადახდა: 2028 წლის 10 ივლისი.

შეგახსენებთ: Inter Rao-სთვის საერთაშორისო არბიტრაჟში დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე საქართველოს მთავრობა და რუსული ენერგოგიგანტს შორის შეთანხმება 2025 წლის ბოლოს შედგა. მაშინ BMG, დავის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე წერდა, რომ მთავრობა Inter Rao-ს არბიტრაჟში დაკისრებულ $139 მილიონს გადაუხდიდა, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, განწილვადებით გადასახდელი ჯამური თანხა 111 999 000 დოლარია.

ყველაფერი საქართველოსა და Inter Rao-ს საარბიტრაჟო დავის შესახებ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები