მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს

გიორგი საჯაია

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა. ამ დრომდე, სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი იყო. bm.ge-ს უწყებაში უთხრეს რომ ჯერ არ არის ცნობილი, რჩება თუ არა ცხვარაშვილი სამინისტროში, ან რა გახდა ცვლილების მიზეზი.

უწყების ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ წარუდგინა.

მინისტრმა გიორგი საჯაიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა, ხოლო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა ცხვარაშვილს, გაწეული საქმიანობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ცნობით, გიორგი საჯაიას პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სადაც ის სხვადასხვა დროს მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები