მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღგ არის 18%, ფასნამატი კი - 86%, ამის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება | ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროდუქტების ფასნამატი რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიები და შემდეგ სუპერმარკეტები სურსათს ადებენ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე დღგ, რომელიც რეალიზებული პროდუქტებიდან ბიუჯეტში შედის.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროს მოკვლევამ აჩვენა, რომ ფასნამატი 86%-ს აღწევს.

"დღგ არის 18%, ხოლო ფასნამატი არის 86% და დღგ საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, და გაცილებით მცირეა იმ ფასნამატზე, რასაც ადებენ სუპერმარკეტები და სადისტრიბუციო კომპანიები. ამის შედარება დღგ-სთან რა თქმა უნდა არაადეკვატურია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანაში მოქმედი დღგ შეადგენს 18%-ს, რაც 10 ლარის პროდუქტზე 1.53 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დღგ-ს გარეშე 10 ლარის ღირებულების პროდუქტი 8.47 ლარი იქნებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ფასნამატი 86%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტის თვითღირებულებას, როგორც სადისტრიბუციო კომპანიის, ასევე სუპერმარკეტის მხრიდან საერთო ჯამში 86%-ის ფასნამატი ერიცხება.

ეს ნიშნავს, რომ ისევე 8.47 ლარის პროდუქტი (რომელიც დღგ-ის გათვალისწინებით დახლზე 10 ლარი ღირს), დისტრიბუტორმა შეიძინა 4.56 ლარად, რომელიც შემდეგ სუპერმარკეტს მიჰყიდა, ხოლო სუპერმარკეტმა კი მომხმარებელს. შესაბამისად, ამ ორი ოპერაციის ფასნამატი 3.92 ლარს შეადგენდა. თუკი 3.92 ლარს თანაბრად გავყოფთ, გამოდის, რომ დისტრიბუტორმა პროდუქტი, რომელიც 4.56 ლარად შეიძინა სუპერმარკეტს 6.52 ლარად მიჰყიდა (1.96 ლარის ფასნამატი), სუპერმარკეტმა კი ის 8.47 ლარად გაყიდა (1.96 ლარის ფასნამატი), რასაც ზემოდან დაემატა 18% დღგ 1.53 ლარის ოდენობით.

შედარებისთვის, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში ძირითადი სასურსათო პროდუქტები შემცირებული დღგ-ით იბეგრება განურჩევლად იმისა, ეს პროდუქტი ადგილობრივი წარმოებისაა თუ იმპორტირებული. საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

სასურსათო პროდუქტების დღგ - რა განსხვავებაა საქართველოსა და EU-ს ქვეყნებს შორის სურსათის დაბეგვრაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები