მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღგ-ს შემოსავლების კლება მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია - ნიკა გილაური

ნიკა გილაური

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში დღგ-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული. საქართველოს ექსპრემიერის ნიკა გილაურის შეფასებით, ეს კლება არის სიგნალი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი უკვე დაიწყო.

"მინდა გამოვეხმაურო 2025 წლის იანვრის საბიუჯეტო შემოსავლებს, განსაკუთრებით დღგ-დან შემოსავლებს, სადაც ფიქსირდება 1%-მდე შემცირება 2024 წლის იანვართან შედარებით, იმ დროს როდესაც ეს მაჩვენებელი 2024 წლის იანვარში ზრდა იყო 13.5% და 2023 წლის იანვარში - 23%. იმის გათვალისწინებით, რომ 2024-ში რეალური ეკონომიკის ზრდა იყო 9.4% და წლიური ინფლაცია 2%, 1%-მდე დღგ-დან შემოსავლების კლება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება.

ჩვენი კომპანიის Reformatics-ის პროგნოზით, წელს გვექნება უარყოფითი ზრდა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მინიმუმ 3.1-ზე ავა,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

2025 წლის იანვარში საგადასახადო შემოსავლები და მათი წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 836 მილიონი ლარი, ზრდა 17%;
  • დღგ - 806 მილიონი ლარი, კლება 0.9%;
  • მოგების გადასახადი - 273 მილიონი ლარი, ზრდა 17%;
  • აქციზი - 110 მილიონი ლარი, კლება 38%.

2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა 20.9 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2024 წლის შესრულებასთან შედარებით 700 მილიონი ლარით, ანუ 3.4%-ით მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები