მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-სგან 1 გრამის წონის საინვესტიციო ოქროს იმპორტიც გათავისუფლდება

ოქრო

1 გრამის წონის 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტაც საინვესტიციო ოქროდ განიხილება. შესაბამისი ცვლილება ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა. აქამდე საინვესტიციო ოქროდ მხოლოდ ის ზოდი ან ფირფიტა მიიჩნეოდა, რომლის წონაც 1 გრამზე მეტი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საინვესტიციო ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა, ჩათვლის უფლებით. 2025 წლის ნოემბერში მიღებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ კატეგორიის ოქროს ზოდი არანაკლებ 995 სინჯის უნდა იყოს, ხოლო საინვესტიციო ოქროს მონეტა არანაკლებ 900 სინჯის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები