ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის 8 თვის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იანვარ-აგვისტოში განმავლობაში ბიუჯეტში 15.4 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 90.5%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება უფრო მაღალია მოგების გადასახადში - 97.8%, ხოლო დაბალი დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართულებით 90.1%.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:
| გადასახადი | შესრულება იანვარ-აგვისტოში | 9 თვის გეგმასთან მიმართებით % |
| დამატებული ღირებულების გადასახადი | ₾5,749,276,000 | 90.10% |
| საშემოსავლო გადასახადი | ₾5,553,927,000 | 91.20% |
| მოგების გადასახადი | ₾2,381,642,000 | 97.80% |
| აქციზი | ₾1,766,226,200 | 90.10% |
| იმპორტის გადასახადი | ₾108,855,400 | 97.20% |
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, მათ შორის პირველ ადგილზეა დივიდენდები, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის დივიდენდს მოიცავს 571 მილიონი ლარის ოდენობით (გეგმის 127%), კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტებზე დარიცხულმა პროცენტმა კი 221 მილიონი ლარი შეადგინა (გეგმის 109%). პრივატიზაციის შემოსავალი 117 მილიონ ლარს შეადგენდა (გეგმის 82%).
ვალდებულებების მოზიდვით კი მთავრობამ 3.07 მილიარდი ლარი მიიღო (გეგმის 85%); საიდანაც ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების) გამოშვებით მიღებული თანხა 1.26 მილიარდ ლარს შეადგენდა (გეგმის 91.%); ხოლო საგარეო ვალდებულებების მოზიდვით მიღებული თანხა 1.8 მილიარდი ლარი იყო (გეგმის 81.5%).
























