ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარუდგინა, რომელიც წინა წარდგენასთან შედარებით 642 მილიონი ლარით, 32.7 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის ხარჯების მატებასთან ერთად 360 მილიონი ლარით იზრდება გადასახადების გეგმა, რომელიც 25.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.
100-100 მილიონი ლარით გაიზრდება დამატებული ღირებულების გადასახადის; აქციზის გადასახადის და მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლები, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გეგმა 20 მილიონი ლარით იზრდება, იმპორტის გადასახადის 20 მილიონი ლარით, ხოლო სხვა გადასახადების კი 30 მილიონი ლარით.
| დასახელება | 2027 წლის პროექტი | სხვაობა წინა წარდგენასთან |
| გადასახადები | 25,610 მლნ ლარი; | 360 მლნ ლარი; |
| დამატებული ღირებულების გადასახადი | 9,780 მლნ ლარი; | 100 მლნ ლარი; |
| საშემოსავლო გადასახადი | 9,020 მლნ ლარი; | 20 მლნ ლარი; |
| მოგების გადასახადი | 3,650 მლნ ლარი; | 100 მლნ ლარი; |
| აქციზი | 2,800 მლნ ლარი; | 100 მლნ ლარი; |
| იმპორტის გადასახადი | 160 მლნ ლარი; | 10 მლნ ლარი; |
| სხვა გადასახადები | 200 მლნ ლარი. | 30 მლნ ლარი. |























