მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 7 თვეში | ანგარიში

ფული

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც იანვარ-ივლისის ჩათვლით ბიუჯეტის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გადასახადებიდან ამ პერიოდში 13.5 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 9 თვის გეგმის 79%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 5 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 77%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 4.83 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 79%;
  • მოგების გადასახადი - 2.14 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 88%;
  • აქციზი - 1.48 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 76%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა ძირითად წყაროებს - მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ საბიუჯეტო დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 196 მილიონი ლარი იყო; ჯარიმებიდან შემოსავლები 150 მილიონი ლარი; საპრივატიზაციო შემოსავლები 115 მილიონი ლარი.

ვალდებულებების აღების მხრივ კი საშინაო ვალდებულების - სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მთავრობამ 1.1 მილიარდი ლარი მიიღო, საგარეო კრედიტებიდან მიღებული შემოსავალი კი 1.75 მილიარდ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები