მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალურ კუმულაციაზე ჩვენი ექსპორტის მხოლოდ 10% მოდის - "აჭარა ტექსტილეს" დირექტორი

აჭარა ტექსტილი

ბობოყვათში მდებარე სამკერვალო საწარმო „აჭარა ტექსტილეს“ დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ დიაგონალურ კუმულაციაზე კომპანიის ექსპორტის მხოლოდ 10% მოდის. ამის შესახებ ლომინაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა და დასძინა, რომ დანარჩენი 90%-ის ექსპორტი ძველი მეთოდით ხდება.

„დიაგონალური კუმულაცია მცირე რაოდენობით გამოვიყენეთ. ალბათ ჩვენი მთლიანი ექსპორტის 10% მოდის მხოლოდ დიაგონალური კუმულაციური შეთანხმების საფუძველზე. დანარჩენი ძველი მეთოდით ვაგრძელებთ. თურქეთში გაგვაქვს და შემდეგ იქიდან იგზავნება დანიშნულების ადგილას.

აჭარა ტექსტილის შეკერილი ტანსაცმელი მხოლოდ ექსპორტზე გადის“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედებს, რის შედეგადაც თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებულ სამრეწველო პროდუქციას ევროკავშირში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა. ერთ-ერთი სექტორი, რომელსაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია ტექსტილია.

არსებული მონაცემებით, საქართველოდან ტექსტილის დიდი ნაწილი ექსპორტზე თურქეთის გავლით გადის. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი ისეთი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, როგორიცაა: Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები