მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიახ, ამ უნივერსიტეტებმა გაიგეს ამ ბრიფინგიდან" - მიქანაძე კვოტების და სპეციალობების განაწილებაზე

გივი მიქანაძე

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ახალი, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით განაწილდა. "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების მორგებას შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე, რომელიც დღეს „შემაშფოთებლად აცდენილია“.

bm.ge-ს მთავარმა რედაქტორმა განათლების მინისტრს ჰკითხა, უნივერსიტეტებმა მისაღები კვოტები და პროგრამების ჩამონათვალი ბრიფინგიდან გაიგეს თუ არა.

"დიახ, ამ უნივერსიტეტებმა გაიგეს ამ ბრიფინგიდან, თუმცა ამ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია მანამდეც მიმდინარეობდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ყველას დაუბრუნდებოდა თავისი ის ტრადიციული მიმართულება, რომელიც მათთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და ის პრინციპი, რომელიც კონცეფციითაა დამტკიცებული ამას უზრუნველყოფს", - განაცხადა მიქანაძემ.

BM.GE-მ "ოცნების" მთავრობის მინისტრს დამატებით ჰკითხა, რა უშლიდათ ხელს ნახევარი საათით გამოეყოთ და ჰქონოდათ კომუნიკაცია უნივერსიტეტების მენეჯმენტთან.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. მათ შორის, პრემიერსაც", - უპასუხა მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები