მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად თურქეთთან შეთანხმება გაფორმდა|რას მოიცავს?

3232

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.

"შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას და მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები