"დიახ, "ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი ვარ" - ასე პასუხობს მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სტივენ დაუთის განცხადებას, რომელმაც ის “ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იგი სხვადასხვა ქვეყნებში კოლეგებს შეხვდა, მაგრამ მათ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამს.
"ბრიტანეთზე იმას ვიტყვი, რომ დიახ, ვარ ქართული ოცნების წარმომადგენელი და საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი. ქართულ ოცნებაში არის კიდევ 41 000 წარმომადგენელი, მაგრამ რატომღაც ბრიტანეთის მინისტრმა დაურეკა ერთ ადამიანს, რომელიც ამჟამად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას და ახლა, რაღაც სიტყვებზე გამოკიდებას და ხავსზე მოჭიდებას ჰგავს უფრო ასე ვთქვათ, ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ამ ტვიტს და თუნდაც, კომუნიკაციის ამ ფორმას.
მქონდა შესაძლებლობა, ქვეყანა წარმომედგინა მალტაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე; შევხვდი ავსტრიის, ფინეთის, სლოვაკეთის, მეზობელი ქვეყნების კოლეგებს და არცერთა არ დაუსვამს კითხვა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით - ესაუბრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს თუ არა - მაკა ბოჭორიშვილი" - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში სოციალურ ქსელ X-ში განთავსებულ პოსტში მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია.