მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიალოგი გაგრძელდება" - დასრულდა შეხვედრა მიქანაძეს, თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის

ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხანგრძლივი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დასრულდა.

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიღებულა: „დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ განაცხადა, რომ მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“

„სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია“, - თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა პროფესორმა, თსუ-ს ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება გაერთიანებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები