მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიალოგი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ორივე სახელმწიფოსთვის სასარგებლო იყო - კარასინი აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე

რუსეთი

აშშ-რუსეთის ექსპერტული ჯგუფების შეხვედრაზე დიალოგი, რომელიც 24 მარტს საუდის არაბეთში შედგა, მარტივი არ იყო, თუმცა ორივე სახელმწიფოსთვის სასარგებლო იყო და ბევრი პრობლემის განხილვა შევძელით, ამის შესახებ რუსულ გამოცემა Tacc-ს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„ყველაფერი განვიხილეთ, დიალოგი გაჯერებული და არც ისე მარტივი იყო, თუმცა ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. პრობლემების უმრავლესობა განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ყველფერია არ გადაგვიწყვეტია, ყველაფერში ვერ შევთანხმდით, მაგრამ ის რომ ასეთი საუბარი შედგა, მგონია, რომ ეს საკმაოდ დროულია, ახალი ადმინისტრაციის და ახალი პოლიტიკოსების მოსვლის გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტული ჯგუფების შეხვედრაზე მოვიდნენ“, - განაცხადა კარასინმა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაეროსა და სხვა ქვეყნების, ჩართულობით გაიმართა.

„გავაგრძელებ საერთაშორისო საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა გაეროს და სხვა ქვეყნების ჩართულობით. საერთო ჯამში, დამრჩა კონსტრუქციული დიალოგის შთაბეჭდილება, რომელიც საჭირო და აუცილებელია. ამაში ამერიკელებიც დაინტერესებულები არიან“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები