ამერიკული ნავთობკომპანია Diamondback Energy-ი ტეხასური ენერგოკომპანია Double Eagle-ის საბურღი პორტფელის შესაძენად დაახლოებით $5-მილიარდიანი გარიგების გაფორმებას გეგმავს.
Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება, რომელიც ნაღდი ფულისა და აქციების კომბინაციას მოიცავს, შესაძლოა მომდევნო კვირის დასაწყისში ოფიციალურად გამოცხადდეს.
მენეჯმენტის შეფასებით, ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება ტეხასში, პერმის აუზში Diamondback Energy-ის პოზიციების გაფართოებას ემსახურება, რომელიც აქტიურად ცდილობს ნავთობით მდიდარი მიწების და საბურღი ინფრასტრუქტურის შესყიდვას.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Diamondback Energy-ი და საინვესტიციო ფირმა KKR-ი პერმის აუზში მოქმედი წყლის ინფრასტრუქტურული კომპანია Deep Blue Midland Basin-ის 70%-იანი წილის შესყიდვაზეც შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, Diamondback Energy-მ Double Eagle-ის გარკვეული დანაყოფები 2025 წლის თებერვალში $4.08 მილიარდად უკვე შეიძინა. მანამდე კი, 2024 წელს, კომპანიამ მეტოქე Endeavor Energy Partners-ის შესაძენად $26-მილიარდიანი გარიგება გააფორმა, რის შედეგადაც რეგიონში სიდიდით მესამე მწარმოებელი გახდა, რომლის კაპიტალიზაცია $52 მილიარდს აჭარბებს.
























