მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლის კალკულაცია

64b7b26080643
ირაკლი მოდებაძე
20.07.23 01:00
1372
რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ მოციგურავე დუეტის დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის პირადი სახსრებით სპორტულ სასწავლო ცენტრში მათი ვარჯიშის ხარჯები აანაზღაურა.

ფედერაციის პრეს ატაშემ ოლგა ერმოლინამ განაცხადა, რომ წყვილის წარმომადგენლებმა საჭირო რაოდენობის თანხა შეიტანეს და ფედერაციამ ეს თანხა სპორტულ სასწავლო ცენტრს მოთხოვნის შესაბამისად გადაურიცხა.

რუსეთის ფიგურული სრიალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ელენა ჩაიკოვსკის განცხადებით კი დუეტს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ წელიწადნახევრის მანძილზე მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული არცერთ ტურნირში ამიტომაც ეს თანხა მათზე არ დახარჯულა.

ცნობისთვის მოციგურავე დუეტმა მოქალაქეობა გასულ ზაფხულს შეიცვალა, მას შემდეგ რაც რუს სპორტსმენებს ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალეს. წყვილი ამიერიდან სხვადასხვა ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები