მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში 18-დან ერთს კოვიდი აქვს

62d43f93c99e3
ალა ისპირიანი
17.07.22 20:49
636
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მონაცემებით ქვეყანაში კოვიდი სწრაფ გავრცელებას აგრძელებს. ორგანიზაციის შეფასებით, თითქმის 3,5 მილიონ ადამიანს, ანუ 18-დან ერთს ვირუსი აქვს. ზრდა განპირობებულია ომიკრონის სწრაფად გავრცელებული ქვევარიანტებით, სახელწოდებით BA.4 და BA.5.

მონაცემები ათასობით ადამიანის ტესტირებიდან არის შეგროვებული და ONS-ის უახლესი მონაცემებით, Covid-ის სტატისტიკა შემდეგ სურათს იძლევა:

ინგლისში 19-დან ერთს ვირუსი აქვს - ერთი კვირით ადრე 25-დან ერთს ჰქონდა;
უელსში 17-დან ერთს ვირუსი აქვს - ერთი კვირით ადრე ყოველი 20-დან ერთს ჰქონდა;
ჩრდილოეთ ირლანდიაში 17-დან ერთს ვირუსი აქვს -  ერთი კვირით ადრე ყოველი 19-დან ერთს ჰქონდა;
შოტლანდიაში 16-დან ერთს ვირუსი აქვს - ერთი კვირით ადრე ყოველი 17-დან ერთს ჰქონდა.

ONS-ის ანალიტიკური შედეგების ხელმძღვანელის, სარა კროფტის განმარტებით, ამ მაჩვენებლებით, ბრიტანეთში ინფიცირების რიცხვი მიმდინარე მარტში არსებულ პიკს უახლოვდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები