მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9% შეადგინა

628498ba1dea8
გიორგი თოლორდავა
18.05.22 11:13
870
გაერთიანებულ სამეფოში ფასების ზრდის დონემ 40-წლიან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და აპრილში წლიურმა ინფლაციამ 9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების დონე დიდ ბრიტანეთში 2.5%-ით გაიზარდა, რისი განმაპირობებელი ძირითადი მიზეზიც ენერგოპროდუქტების, სურსათისა და საქონლის მკვეთრი გაძვირებაა.

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - ცენტრალურმა მარეგულირებელმა უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 1%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება.

ეკონომისტების ვარაუდით, განაკვეთის ეტაპობრივი გამკაცრება გაგრძელდება, თუმცა ინგლისის ბანკი თავს შეიკავებს ზედმეტად აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარებისგან, რათა ზედმეტად არ შეიზღუდოს ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად იქნეს შემცირებული რეცესიის განვითარების რისკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები