ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 3.75%-ზე დატოვა. გადაწყვეტილებას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის ცხრა წევრიდან მხარი შვიდმა დაუჭირა, რითაც ეკონომისტთა მოლოდინები გამართლდა.
ინგლისის ბანკის კომიტეტმა ძირითადი განაკვეთი უცვლელად აპრილის სხდომაზეც დატოვა და ეს გადაწყვეტილება ინვესტორების 95%-ისთვის მოსალოდნელი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალური ბანკი ცდილობს, ერთმანეთს შეუსაბამოს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაციის შეკავება და შემცირებული ეკონომიკური პროდუქტიულობა. მოგეხსენებათ, მაისში გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონემ მოლოდინებზე დაბალი, 2.8% შეადგინა, რაც სატრანსპორტო საწვავის ფასების ზრდით იყო განპირობებული, გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემებით კი, აპრილში ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო ენერგორესურსების გაძვირებამ გლობალური ინფლაცია გამოიწვია, დიდი ბრიტანეთი კი, როგორც ენერგიის წმინდა იმპორტიორი, ფასების შოკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.




























