მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია გაიზარდა

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის მაჩვენებელმა მარტში 3.3% შეადგინა, რაც თებერვლის 3%-იან ნიშნულთან შედარებით მკვეთრი ზრდაა. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ირანში მიმდინარე ომია.

უწყების განმარტებით, საწვავის გარდა, ფასების ზრდა ავიაბილეთებზე და სურსათზეც დაფიქსირდა. ამასთან, Deutsche Bank-ის პროგნოზით, ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებულების გამო, ბრიტანეთი გლობალური შოკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი დარჩება.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული ინფლაციის მიუხედავად, ინგლისის ცენტრალური ბანკი განაკვეთს უცვლელად დატოვებს, რათა თავიდან აიცილოს სტაგფლაცია - ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მაღალი ინფლაციის ერთობლიობა, რომელიც დღეს ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ბანკის მიზნობრივი ინფლაცია 2%-ს შეადგენს, თუმცა საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ფასების ზრდა ცენტრალურ ბანკს რთული არჩევანის წინაშე აყენებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგოხარჯების ზრდის გამო, შემოდგომისთვის ინფლაციამ შესაძლოა 4%-იან ნიშნულს გადააჭარბოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები