მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დიდ ჰესებთან დაკავშირებით კვალიფიციური და არაანგაჟირებული მუშაობაა საჭირო” - მურმან მარგველაშვილი

მურმან მარგველაშვილი

“დიდ ჰესებთან დაკავშირებით კვალიფიციური და არაანგაჟირებული მუშაობაა საჭირო” - ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მსხვილი პროექტები როგორებიცაა ხუდონჰესი, ნამახვანჰესი და ნენსკრაჰესი, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერაც აშენდეს, თუმცა მოსახლეობის მიმართ მიდგომა არა ძალადობრივი, არამედ საქმიანი უნდა იყოს. მას მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა იმ რეპუტაციულ ზიანს შეარბილებს, რაც შეიძლება პოტენციური ინვესტორების თვალში გვქონდეს.

“დიდ ჰესებთან დაკავშირებით კვალიფიციური და არაანგაჟირებული მუშაობაა საჭირო. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას თვითონ მშენებლობაში ხომ? ეს არის ერთ-ერთი შესაძლებელი ფორმა, ოღონდ აქ სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს არა ის, რომ ახლა ძალით მოვერიოთ იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, არამედ უნდა იყოს მათთან აქტიური მუშაობა, ახსნა-განმარტება.

კარგი იქნება ასე თუ გაკეთდება, იმიტომ რომ ეს შეარბილებს იმ რეპუტაციულ ზიანს, რაც ჩვენ ინვესტორების თვალში შეიძლება გვქონდეს და უფრო საშუალებას მისცემს, რომ მეტი დამაჯერებლობით შემოვიდეს სტრატეგიული ინვესტორი. ეს ასევე მეტ-ნაკლებად მისცემს რწმუნებას მოსახლეობას, რომ სახელმწიფო კონტროლს არ კარგავს თავის ტერიტორიაზე”, - განაცხადა “საქმის კურსთან” ინტერვიუში მურმან მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები