მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთი $10.6 მილიარდის რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისთვის მზადაა

სტარმერი და ზელენსკი

ბრიტანული The Times-ის ინფორმაციის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ქვეყანაში არსებული გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისთვის მზადაა. საუბარია 8 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე, ანუ $10.6 მილიარდ დოლარზე, რომელიც ომში მყოფი მოკავშირის თავდაცვითი საჭიროებებისა და პოსტ-საომარი რეკონსტრუქციის პროექტებისთვის უნდა დაიხარჯოს.

როგორც Times-ი წერს, გამოყოფილი თანხები საკმარისი იქნება, რომ უკრაინის მომდევნო ორი წლის ფინანსური მოთხოვნილებების 2/3 სრულად დაიფაროს. შესაბამისად, ოფიციალური კიევი როგორც სამხედრო მარაგების შევსებას, ისე განადგურებული ობიექტების აღდგენას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის ომში მყოფი ქვეყნის ერთადერთი მოკავშირე, რომელიც რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის ევროკავშირშიც აქტიურად მსჯელობენ, თუმცა სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის ბელგია, სადაც მილიარდობით დოლარის გაყინული აქტივებია განთავსებული, ინიციატივას კრიტიკულად უყურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები