მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 16 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

648f34517a8cc
ლიკა მეგუთნიშვილი
18.06.23 22:00
568
დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 16 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 20.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

განცხადების თანახმად, ამ დაფინანსებით უკრაინა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი სერვისების დაცვას უზრუნველყოფს და ქვეყანას შესაძლებლობა ექნება რუსეთის მხრიდან მომდინარე კიბერ საფრთხეები დროულად გამოავლინოს და მათზე რეაგირება მოახდინოს.

"რუსეთის შემზარავი თავდასხმები უკრაინაზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბარბაროსული შეჭრით, ის იმ კიბერ ინფრასტრუქტურაზე შეტევის მცდელობასაც მოიცავს, რომელიც უკრაინელი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის - საბანკო მომსახურებიდან დაწყებული, ენერგომომარაგებით დამთავრებული. ეს დაფინანსება გადამწყვეტია ამ თავდასხმების შესაჩერებლად, უკრაინის კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად.", - განაცხადა რიში სუნაკმა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, რიში სუნაკი მომავალ კვირას ბრიტანეთის ბიზნეს-სექტორს მიმართავს და უკრაინაში ინვესტიციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები